პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: შალვა ნათელაშვილს რომ დააწერინებ ბლანკზე მოსაზრებას, რომლის ტიტულატურაშიც ფანჩატურია გამოსახული და იმას ააკრავ სანქციებს, უკვე განსხვავებულ რაღაცასთან გვაქვს საქმე

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენასთან და ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.

მისი შეფასებით, როდესაც შალვა ნათელაშვილს დააწერინებ მოსაზრებას და იმას ააკრავ ქართველი ხალხის და ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს, ეს განსხვავებულ რაღაცაზე მეტყველებს.

„0 პროცენტიან შალვა ნათელაშვილს რომ დააწერინებ და დააჯღაბნინებ ბლანკზე რაღაც მოსაზრებას, რომლის ტიტულატურაშიც ფანჩატურია გამოსახული და იმას ააკრავ ქართველი ხალხის და ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს, ეს უკვე რაღაც განსხვავებულ რაღაცასთან გვაქვს საქმე. ვერ დაუწესებენ სანქციებს ქართველ ხალხს. ამოვძირკვავთ ისეთ სარეველებს, როგორებიცაა ჩხიკვაძე, საბანაძე, ეს სოროსის დაფინანსებულ გოჭუნიებს, სულგაყიდულ არასამთავრობოებს.“ – განუცხადა ბექა ოდიშარიამ ტელეკომპანია „ტვ პირველს“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,037 ნახვა