პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – როგორც ბილწსიტყვაობა, სიძულვილის ენა, ბულინგი, მედიით შემოგვაჩვიეს საჯარო კომუნიკაციაში და გახდა ჩვეულებრივი, ასე შემოგვაპარეს ქვეყნის ღალატი, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა

,,ოპოზიციაში მთლიანად აწყობილი არიან გარედან რა დირექტივა მიუვათ, რა ტონი მიუვათ, რა თემაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება და რაზე არა. მე ყველაზე მეტად ეს მანცვიფრებს, როგორც ბილწსიტყვაობა, სიძულვილის ენა, ბულინგი, მედიით საჯარო კომუნიკაციაში შემოგვაჩვიეს და გახდა ჩვეულებრივი, ასე შემოგვაპარეს ქვეყნის ღალატი, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სინამდვილეში, ერთადერთი მეგობარი, რომელიც ყავს ამ ქვეყანას, არის საკუთარი ხალხი, ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ, ვინც ამ ქვეყნის პატრიოტია და არც ერთი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან არ უნდა ითანამშრომლოს.

,,ქალბატონ დეკანოიძეს შევახსენე, რომ ის თანამშრომლობდა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან, თქვა კიდევაც, რომ თანამშრომლობს და კიდევ ითანამშრომლებს. წარმოიდგინეთ, 30 წლის წინ ვინმეს ასეთი რამე რომ ეთქვა, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყანას, როგორც არ უნდა ითანამშრომლო რუსულ სპეცსამსახურებთან ისე არ უნდა ითანამშრომლო ამერიკის სპეცსამსახურებთან, როდესაც შენი ქვეყნის პატრიოტი ხარ.

ამაში ეს ხალხი ვერ ერკვევიან. გონიათ, რომ კარგი და ცუდი უცხო ქვეყნის სამსახურები არსებობს. სინამდვილეში, ერთადერთი მეგობარი, რომელიც ყავს ამ ქვეყანას, არის საკუთარი ხალხი, ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ. ასე ფუნქციონირებს ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა “თავისუფალი სივრცეში” სტუმრობისას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,847,407 ნახვა