პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე – გვირჩევნია, ვიყოთ დასანქცირებული, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ ომში გაწვევის ფურცლები

მთავარი პარტნიორის მხრიდან დაშვებულია კიდევ ერთი უხეში შეცდომა, ეს არის უხეში ჩარევა შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა, ეს არის დასავლური დემოკრატიის შავი დღე, – ამის შესახებ პარლამენტში „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი დამოკიდებულება დაუშვებელია, ეს არის იმის წინაპირობა, რომ თბილისში იყოს უკრაინული მაიდანიზაცია, რასაც აუცილებლად ექნება ომის განვითარება.

„მთავარი პარტნიორის მხრიდან დაშვებულ იქნა კიდევ ერთი უხეში შეცდომა, ეს არის უხეში ჩარევა შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა. როდესაც კანონმდებელი სანქცირდება კანონის მიღებისთვის, ეს მიუღებელია, ეს არის დემოკრატიის უკუსვლა და დასავლური დემოკრატიის შავი დღე. როდესაც გრიგორიადისი შეწყალებულია იმისთვის, რომ ჩაიდინა ძალადობა, ეს არის ძალადობის ხელშეწყობა და როდესაც პოლიციელი სანქცირდება, ეს არის ძალადობის აღკვეთის ხელის შეშლა. მე ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება არის დაუშვებელი, ეს არის წინაპირობა იმისა, რომ თბილისშიც მივიღოთ უკრაინული მაიდანიზაცია, რასაც აუცილებლად ექნება ომის განვითარება. რადგან რეალობა ასეთია, ჩვენ გვირჩევნია, ვიყოთ დასანქცირებული, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა და, მით უმეტეს, ახალგაზრდებმა მიიღონ ომში გაწვევის ფურცლები. ამიტომ ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, დავიცავთ დამოუკიდებლობას. საზოგადოებისა და ხელისუფლების ურთიერთობა არის მთავარი ჯავშანი და ფარი იმისა, რომ ქვეყნის ინტერესები და, მათ შორის, საზოგადოების უსაფრთხოება იყოს დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ქვეყანაში არ იყოს ომი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,206 ნახვა