საგარეო პოლიტიკა უცხოური მედია

გაეროს გენერალურმა მდივანმა ისრაელელი სამხედროები დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ისრაელელი სამხედროები დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა, რომლებმაც ჩაიდინეს დარღვევები ბავშვების მიმართ.

გაეროს პრესსპიკერის სტეფან დუჟარიკის თქმით, სიაში ასევე ჩაამატეს „ჰამასი“ და პალესტინის ისლამური ჯიჰადი.

გაეროში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა აღნიშნა, რომ ისრაელს ყველაზე მორალური არმია ჰყავს მსოფლიოში. გაეროს ეს ქმედება, კი სტიმულს აძლევს ტერორიზმს.

ერდანის მიერ სატელეფონო საუბრის ვიდეოს გავრცელებას გამოეხმაურა დუჟარიკი. დუჟარიკის განცხადებით ისრაელის წარმომადგენლის ეს ქმედება გამაოგნებელი და მიუღებელია.

„ეს არის ის, რაც მე არასდროს მინახავს ამ ორგანიზაციაში ჩემი 24-წლიანი მუშაობის განმავლობაში“, – აღნიშნა დუჟარიკმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,092 ნახვა