უცხოური მედია

ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსპიკერი ანა პიზონერო ავრცელებს და წერს, რომ ევროკომისიამ უკვე მიიღო სპეციალური დოკუმენტი, სადაც პუნქტობრივადაა გაწერილი, რა დავალებები შეასრულეს ოფიციალურმა კიევმა და კიშინოვმა. დოკუმენტის თანახმად, უკრაინამაც და მოლდოვამაც ევროკავშირის მოთხოვნები გაითვალისწინა. ახლა გადაწყვეტილება უკვე წევრი ქვეყნების ხელშია.

“მოლდოვასთან და უკრაინასთან გაწევრიანების საკითხი დღეს ევროკავშირში მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის დღის წესრიგში იყო. კომისიის მხრიდან, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაწოდეთ ყველა სახის განახლება წევრ ქვეყნებს და მიგვაჩნია, რომ ყველა ნაბიჯი შესრულებულია ორი ქვეყნის მიერ. ახლა გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების ხელშია”, – აცხადებს პიზონერო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,092 ნახვა