საგარეო პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინის ლეგიტიმურობას მხოლოდ პუტინი აღიარებს, ხოლო უკრაინაში პრეზიდენტს ხალხი ირჩევს

C

პუტინის ლეგიტიმურობას მხოლოდ პუტინი აღიარებს, ხოლო უკრაინაში პრეზიდენტს ხალხი ირჩევს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებად უმაღლესი რადა და მისი სპიკერი რჩება.

„პრეზიდენტ ზელენსკის ლეგიტიმურობა აღიარებულია მხოლოდ უკრაინის ხალხის მიერ. მას ირჩევს უკრაინის მოსახლეობა და მე ძალიან მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის. ჩვენ თავისუფალი ხალხი გვყავს და, გულახდილად რომ ვთქვა, ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. „ამხანაგი“ პუტინის ლეგიტიმაციას კი აღიარებს მხოლოდ „ამხანაგი“ პუტინი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,037 ნახვა