უცხოური მედია

კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრს თავს დაესხნენ – არსებული ცნობით, მეტე ფრედერიქსენი ნაცემია

დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენგენს კოპენჰაგენში თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრი მაგნუს ჰეინიკეზე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დღეს, პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენგენზე თავდასხმა განხორციელდა. მას კოპენჰაგენის ქუჩაში მამაკაცმა სცემა. ცხადია, მეტე შოკირებულია მომხდარით. უნდა ითქვას, რომ მომხდარმა ყველა გაგვაოგნა. მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ლამაზ, უსაფრთხო და თავისუფალ ქვეყანაში“, – წერს მაგნუს ჰეინიკეზე X-ზე.

მისივე ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია. 

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,083 ნახვა