პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: რადიკალებმა ჯობია დროულად ამოდონ ლაგამი თავიანთ აქტივისტებს, ირაკლი ზარქუასავით მოთმინებით ყველა არ მოიქცევა

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, “ქართული ოცნების” დეპუტატ ირაკლი ზარქუას მისამართი ბულინგის განხორციელების მცდელობას სოცოალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განცხადებით, ადამიანთან მივარდნა და უკიდურესი უზრდელობის გამოხატვა, არ არის ის რასაც საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანიც კი არ უნდა აკეთებდეს, თუმცა, კოლექტიური “ნაცმოძრაობა” და მისი აქტივისტები ამ მეთოდს ემხრობიან.

“ირაკლი ზარქუა, ალბათ ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ხალხში განსაკუთრებული სიმპათიითა და პოპულარობით სარგებლობს, თავისი იუმორის, ენამოსწრებულობისა და გულახდილობის გამო. გასაგებია, რომ არის გარკვეულ კატეგორია, რომელიც მის გამონათქვამებსა თუ მოსაზრებებს არ ეთანხმება (ან უბრალოდ გონება ვერ სწვდება!), მაგრამ მივარდნა, ბულინგის მცდელობა და უკიდურესი უზრდელობის გამოხატვა, არ არის ის რასაც თუნდაც საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანი უნდა აკეთებდეს, ეს უბრალოდ უკიდურესი უვიცობისა და უკულტურობის გამოვლინებაა. სამწუხაროდ ამ მეთოდს უფრო ემხრობა კოლექტიური ნაცმოძრაობა და მისი აქტივისტები. ცხადია, თავიდანვე შეცდომა იქნა დაშვებული, რომ ეპატიათ „შავი ხვრელები,“ პოლიციელებზე თავდასხმები და შეურაცხყოფები, „არა, არა“-ს, „რუსებო“-ს, „მონებო“-ს თუ “მოღალატე” -ს შეძახილები.

ახლა მდგომარეობა შეცვლილია, არათუ მათ დაუთმობს ვინმე რამეს, არამედ ამერიკელებსა თუ ევროპელებს არვინ ერიდება სიმართლე უთხრას პირში. რადიკალებმაც ალბათ ჯობია დროულად ამოდონ ლაგამი თავიანთ აქტივისტებს, თორემ ცოტა სახიფათოცაა ვინმემ მოგზავნილ უზრდელს უფრო მკაცრი პასუხი არ გასცეს, ირაკლი ზარქუასავით მოთმინებით შესაძლოა ყველა არ მოიქცეს.” – წერს ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,074 ნახვა