პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტულმა ძალებმა სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს, ფსევდო-ლიბერალიზმი უკან იხევს, ყველა ლიდერმა, ვინც ჩვენი ქვეყნის და მმართველი პარტიის უსამართლო კრიტიკით გამოირჩეოდა, მარცხი განიცადა

x

აი ის დღეც დადგა, ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტულმა ძალებმა სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს. ნელ-ნელა ფსევდო-ლიბერალიზმი უკან იხევს, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებთან დააკვშირებით.

მისი თქმით, ყველა იმ ევროპელმა ლიდერმა წააგო, ვინც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის უსამართლო კრიტიკით გამოირჩეოდა. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ეტაპობრივად ევროკავშირის პოლიტიკაც შეიცვლება.

“აი ის დღეც დადგა, ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტულმა ძალებმა სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს. ნელ-ნელა ფსევდო-ლიბერალიზმი უკან იხევს. ყველა ის ლიდერი ვინც ჩვენი ქვეყნის და მმართველი პარტიის უსამართლო კრიტიკით გამოირჩეოდა მარცხი განიცადა. ჯერ მარტო ის რად ღირს, ვიოლა ფონ კრამონს რომ ვეღარ ვიხილავთ ვერც ტელეეკრანზე და ვერც ქუჩის აქციებში. საფრანგეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, გერმანიაში შოლცმა წააგო, ბელგიის პრემიერი გადადგა და ეს გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ ევროკავშირის პოლიტიკა შეიცვლება, ჩვენ კი უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მოთმინება, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ დასრულდება.” – წერს ნინო ფოჩხუა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,187 ნახვა