პოლიტიკა

ლადო პაპავა: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იყო დროული, მიმდინარე გაუფასურებას ეკონომიკური საფუძველი არ აქვს

სებ-მა სავალუტო ბაზარს 60 მლნ დოლარი მიაწოდა, რასაც აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ მიმდინარე გაუფასურებას ეკონომიკური საფუძველი არ აქვს და ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება იყო დროული.

„როდესაც ქვეყანაში ეროვნული ვალუტა განიცდის გაუფასურებას დღის წესრიგში დგება გაირკვეს რა არის ამისი მიზეზი, რათა აღნიშნულ მიზეზს მიეხედოს. ფაქტია, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს თუ შევხედავთ არაფერი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ გაუფასურება ხდებოდეს. ანუ ამ გაუფასურებას ეკონომიკური საფუძველი არ აქვს. ამის უკან არის მოლოდინები, რომ ქვეყნის გარშემო შექმნილი პოლიტიკური საერთაშორისო ურთიერთობიდან გამომდინარე შეიძლება იყოს გარკვეული სირთულეები. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ დღის წესრიგიდან საფრთხის მოლოდინები მოიხსნას და მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული იყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა ანუ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი“, – აღნიშნავს ლადო პაპავა.

მისივე განმარტებით, რა თქმა უნდა რეზერვები იმისთვის არის, კრიზისულ მომენტში, თუ კი ასეთი კრიზისული მომენტები იქნება იქნეს გამოყენებული.

„სებ-ის გადაწყვეტილება მორიგი ტრანში გაუშვას სავალუტო რეზერვებიდან არის სრულად გამართლებული“, – აცხადებს აკადემიკოსი.

მისი თქმით, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საფრთხის წინაშე არ დგას, რადგანაც სტაბილურობა არის გარანტირებული.

„ვიდრე პოლიტიკური დაძაბულობა დღის წესრიგიდან არ მოიხსნება, ეს საფრთხე არსებობს. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოს ეკონომიკაში რაიმე უარყოფითი ტენდენციები არ არსებობს. არის მოლოდინები, რომელიც არის გამოწვეული პოლიტიკური სიტუაციიდან, განსაკუთრებით საერთაშორისო ფაქტორიდან. ამ შემთხვევაში სებ-ის ქმედება არის გამართლებული, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს და მოსახლეობაც არ დააზარალოს“, – აღნიშნა პაპავამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,810,127 ნახვა