უცხოური მედია

ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ ბრალდების მთავარი მოწმე მისი ძმის ქვრივი იყო, რომელთანაც ძმის სიკვდილის შემდეგ რომანტიული ურთიერთობა ჰქონდა

ჰანტერ ბაიდენი იარაღის შეძენის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა პუნქტში. ნაფიცმა მასაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ჰანტერის მიერ იარაღის შეძენისას, ანკეტის შევსების დროს ჩადენილი სიყალბისთვის გამოიტანეს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის შვილს ფედერალურმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა.

სისხლის სამართლის სასჯელის სიმძიმის ფორმა 120 დღის განმავლობაში გაირკვევა- სანამ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.

შეგახსენებთ, ჰანტერ ბაიდენმა იარაღის შეძენის დროს, ანკეტაში არ მიუთითა, რომ ის ნარკოტიკულ საშუალებებს იღებდა.

ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმე, მისი გარდაცვლილი ძმის ქვრივი, ჰოლი ბაიდენი იყო, რომელთანაც ჰანტერს, ძმის სიკვდილის შემდეგ სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდა. ჰეილი ბაიდენმა სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში თქვა, რომ ჰანტერ ბაიდენი კოკაინის ზემოქმედების ქვეშ იყო, როდესაც Colt Cobra .38 -ს ფლობდა.

ჰოლი ბაიდენის თქმით, მისი მეუღლის, ბო ბაიდენის გარდაცვალების შემდეგ, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მისივე თქმით, ჰანტერ ბაიდენთან ურთიერთობისას ორივე იყენებდნენ კოკაინს და მას ძალიან ცხვენია ამის. მოსამართლის შეკითხვაზე, თუ ვინ გაასინჯა მას პირველად კოკაინი, ჰოლი ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს იყო ჰანტერ ბაიდენი.

„მე ძალიან მცხვენია და ვნანობ ჩემი ცხოვრების იმ პერიოდზე. ეს საშინელება იყო“,-განაცხადა მან.

ბო ბაიდენის ქვრივის განცხადებით, 23 ოქტომბერს ჰანტერის მანქანაში რევოლვერი და ნარკოტიკული საშუალებები იპოვა და მის სახლთან მდებარე სანაგვე ყუთში გადააგდო.

„ახლა ვხვდები, რომ ეს სულელური იდეა იყო. მაგრამ მე უბრალოდ, პანიკაში ვიყავი. არ მინდოდა, რომ მას რაიმე ზიანი მიეყენებინა საკუთარი თავისთვის, ან სხვებისთვის“,-განაცხადა მან.

პროკურორებმა სასამართლოზე წარადგინეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ჰოლი ბაიდენი ნაგვის ურნაში აგდებს იარაღს. გარკვეული დროის შემდეგ კი, ბრუნდება და ისტერიულად ეძებს მას. თუმცა ვერ პოულობს. რის შემდეგაც პოლიციას იძახებს.

„ჰანტერი ძალიან გამიბრაზდა“,- განაცხადა ჰოლიმ.

სასამართლოზე ასევე წარადგინეს ჰანტერის მიერ გაგზავნილი შეტყობინება, სადაც ის წერს: „ეს FBI იყო, ნუთუ ძნელია მიხვედრა“, რაზეც ქალი პასუხობს- „ძალიან ვწუხვარ, უბრალოდ, მინდა, რომ უსაფრთხოდ იყო“.

ჰანტერ ბაიდენს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა და 750 ათასი დოლარის გადახდა ემუქრება, თუმცა , სავარაუდოდ, მას გაცილებით ნაკლები სასჯელი ელის, რადგან ეს მისი პირველი დანაშაულია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,847,458 ნახვა