პოლიტიკა

ფაშინიანის განცხადების გამო, ბელარუსმა ერევნიდან თავისი ელჩი გაიწვია

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს და ნიკოლ ფაშინიანის განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოითხოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე, ანატოლი გლაზზე დაყრდნობით  ავრცელებს.

მისივე ცნობით, ბელარუსმა ერევნიდან თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

„სომხეთის საელჩოს წარმომადგენელი დღეს გამოიძახეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა მან ჩვენთვის ამ საკითხის განმარტება სცადოს. სიტუაციის განვითარების გათვალისწინებით, ჩვენი ელჩი ერევნიდან ასევე ჩამოვა მინსკში“, – განაცხადა გლაზმა.

დღეს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბელარუსში აღარასდროს გაემგზავრება, ვიდრე ამ ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იქნება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,843,653 ნახვა