ცხოველები

გერმანიის ქალაქ ლიმბურგ-ლანში, რეფერენდუმზე, მტრედების სასტიკ დახოცვას დაუჭირეს მხარი

გერმანიაში, ქალაქ ლიმბურგ-ლანში ჩატარებულ რეფერენდუმზე მოსახლეობამ მხარი დაუჭირა მტრედების სასტიკი მეთოდით დახოცვას.

მოქალაქეების 53-მა პროცენტმა ხმა მისცა მტრედების ფიზიკურ განადგურებას, რადგან ფრინველთა პოპულაციის უკონტროლო ზრდამ დისკომფორტი შეუქმნა ქალაქის მოსახლეობას. 

რეფერენდუმი ევროპარლამენტის არჩევნებთან ერთად ჩატარდა. ქალაქის მცხოვრებლები დეპუტატებს აძლევდნენ ხმას და პარალელურად, მტრედების ბედს წყვეტდნენ.

700-ზე მეტი ფრინველი, რომლებიც ინფექციისა და საშიში მწერების გადამტანებად ითვლებიან, ასევე ანაგვიანებენ საცხოვრებელი სახლების აივნებსა თუ სახურავებს, ორი წლის განმავლობაში განადგურდება. ამასთან, იგეგმება  არაჰუმანური მეთოდი: მტრედებს მიიტყუებენ ხაფანგებში, შემდეგ კი, თავში ჯოხის ჩარტმით გათიშავენ და კისერს მოუგრეხენ.

აღნიშნული გეგმა ჯერ კიდევ 2023-ში შეიმუშავეს. მაგრამ მაშინ ცხოველთა დამცველმა რამდენიმე ასოციაციამ ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა- მაგალითად, მტრედების თავშესაფრის აშენება, ან პოპულაციის შემცირება, რაც გულისხმობს ბუდეში ნამდვილი კვერცხების  თაბაშირის კვერცხებით ჩანაცვლებას. 

მწვავე კამათის ფონზე დაინიშნა რეფერენდუმი, რომელიც რეზონანსული გადაწყვეტილებით დამთავრდა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,848,554 ნახვა