პოლიტიკა

ოპოზიციონერი ქალი პარლამენტარები რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ

ოპოზიციონერი ქალი პარლამენტარები იწყებენ კამპანიას „პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის“, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრებს გამართავენ.

მათი განცხადებით, კამპანიის მიზანია მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულების გაძლიერება.

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ოპოზიციონერი ქალი პარლამენტარები მოქალაქეებთან ერთად განიხილავენ მიმდინარე საკანონმდებლო გამოწვევებს, როგორიცაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი და მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი შედეგები საქართველოს მოსახლეობაზე. ასევე, შეგეძლებათ დასვათ კითხვები თქვენთვის საჭირბოროტო სხვა საკითხებზე“, – ვკითხულობთ კამპანიის შესახებ განცხადებაში.

რეგიონებში საჯარო შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები: თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, თამარ კორძაია, თინათინ ბოკუჩავა, ანა წითლიძე, სალომე სამადაშვილი და ანა ნაცვლიშვილი.

საჯარო შეხვედრები ქუთაისიდან დაიწყება და გორში დასრულდება

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,848,487 ნახვა