უცხოური მედია

ტრამპი ზელენსკიზე: ოთხი დღის წინ $60 მილიარდით წავიდა, სახლში დაბრუნდა და განაცხადა, რომ დამატებით $60 მილიარდი სჭირდება. ეს არასდროს დასრულდება

ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის მასშტაბები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ “დაარეგულირებს” ამ საკითხს.

დეტროიტში წინასაარჩევნო მიტინგზე ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და მას “ყველა დროის საუკეთესო გამყიდველი უწოდა” კიევის მცდელობებისთვის აშშ-ის მხარდაჭერა მოიპოვოს.

“ოთხი დღის წინ $60 მილიარდით წავიდა, სახლში დაბრუნდა და განაცხადა, რომ დამატებით $60 მილიარდი სჭირდება. ეს არასდროს დასრულდება”, – თქვა ტრამპმა.

POLITICO წერს, რომ უკრაინის დასავლელი პარტნიორები მუშაობენ, რათა უკრაინისთვის გრძელვადიანი დახმარება უზრუნველყონ იმ შიშის ფონზე, რომ ტრამპის პოტენციური ხელახალი არჩევა აშშ-ის მხარდაჭერას შეზღუდავს. ბაიდენის ადმინისტრაციამ გასულ კვირას უკრაინასთან უსაფრთხოების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ეს მოჰყვა კონგრესის მიერ უკრაინის $60-მილიარდიანი დახმარების დამტკიცებას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,854,213 ნახვა