GD Banner
სპორტი

გიორგი მამარდაშვილი – ჯერ დაკარგული არაფერია, წინ მესამე მატჩი გველის, ბრძოლა გრძელდება

საქართვლოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის შეხვედრა ჩეხეთის ნაკრებთან ფრედ 1:1 ითამაშა. გიორგი მამარდაშვილი უეფა-ს ვებგვერდმა ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

თამაშის შემდეგ გიორგიმ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა:

„რთული თამაში გამოვიდა, ბოლოს მოგებაც შეგვეძლო და ამაზე გული გვწყდება. ამ ორ თამაშში გამოჩნდა ჩვენი სულისკვეთება. მინდა, მადლობა ვუთხრა ქართველ გულშემატკივარს, ვინც თამაშზე მოვიდა და დაგვეხმარა, რომ ეს ქართული სული გამოგვემჟღავნებინა. ქომაგებმა საოცარი ატმოსფერო შექმნეს და რომ არა ისინი, ასე ვერ ვითამაშებდით.

შემდეგი შეხვედრა პორტუგალიასთან გვაქვს, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ფეხბურთია, ყველაფერი ხდება. მწვრთნელებთან ერთად განვიხილავთ პორტუგალიის თამაშებს და იმის მიხედვით დავგეგმვათ, რას დავუპირისპირებთ მათ. ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ და ვნახავთ, რა მოხდება.

ყველაზე მეტად საბა ლობჟანიძეს სურდა ბურთის გატანა. თამაშის შემდეგ გავამხნევეთ, მაგარი ფეხბურთელია, თავი არ უნდა დახაროს და ბრძოლა გააგრძელოს. მისთვისაც სასიხარულო და საამაყოა, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოვიპოვეთ.

როდესაც ასეთ ტურნირზე ვთამაშობთ, უფრო მეტი კონცენტრაცია გვმართებს. ყურადღების მოდუნებას მეტოქე არ გვაპატიებს, ასე მოგვივიდა პირველად გოლზე, რომელიც არ ჩაითვალა და მეორე ეპიზოდშიც, როცა ჩეხებმა ანგარიში გაათანაბრეს.

თუმცა ჯერ დაკარგული არაფერია, წინ მესამე მატჩი გველის, ბრძოლა გრძელდება“

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,023 ნახვა