GD Banner
განათლება

2024 წლის მდგრადი განვითარების მიზნების რეიტინგში საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა და 50 საუკეთესო ქვეყანას შორის 43-ე ადგილზე გავიდა

გაერთიანებული ერების გლობალურმა ინიციატივამ „მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებათა ქსელმა“ დუბლინის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მდგრადი განვითარების 2024 წლის ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში მსოფლიოს 205 ქვეყნის, ტერიტორიის და ქვეყანათა ჯგუფის შეფასებას აერთიანებს.

165 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში საქართველო საუკეთესო 50 -ს შორის, 43-ე პოზიციაზე გავიდა. გაუმჯობესდა საქართველოს შეფასების მაჩვენებელი და შეფასების 100%-იანი სკალით 74.9 % დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ ისტორიულად საუკეთესო შეფასებები ბოლო სამი წლის მანძილზე მიიღო, 2012 წლის შემდეგ კი სარეიტინგო პოზიცია 11 ადგილით გაიუმჯობესა. წლევანდელ გლობალურ რეიტინგში საქართველომ გაუსწრო ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, სინგაპურს, ისრაელს, თურქეთს, ყველა მეზობელ ქვეყანას და ბევრ განვითარებად სახელმწიფოს.

ინდექსმა ქვეყნები შეაფასა მდგრადი განვითარების 17 გლობალური მიზნის 92 სხვადასხვა კრიტერიუმით. საერთო ჯამში საქართველომ გააუმჯობესა მდგრადი განვითარების 7 მიზანი, 33 კრიტერიუმი, საიდანაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 27 მაჩვენებელი.

აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების 37 ინდიკატორში საქართველო შეაფასდა, როგორც მდგრადი განვითარების მიზანს მიღწეული. მდგრადი განვითარების ისეთ ძირითად მიზნობრივ აგრეგატში როგორიცაა „ხარისხიანი განათლება“, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 20 ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც მდგრადი განვითარების მიზანი მიღწეულია.

მდგრადი განვითარების 16-ე მიზნობრივ აგრეგატში, „მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები“, საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზე გავიდა, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანაზე წინ არის, უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, ნატოს და ევროკავშირის წევრ ჯამში 12 სახელმწიფოს: ამერიკის შეერთებულ შტატებს, იტალიას, საბერძნეთს, ხორვატიას, უნგრეთს, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს. https://dashboards.sdgindex.org/

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,023 ნახვა