GD Banner
სპორტი

ნინო წილოსანი – კობიმ შეკრა საფეხბურთო, სამწვრთნელო გუნდი, გამართა ინფრასტრუქტურა და ნელ-ნელა მიდიოდა ამ შედეგამდე. მისი და ფედერაციის მმართველობის სწორი გადაწყვეტილებაა ნაკრების შენაძენი ვილი სანიოლი, რომელმაც ბიჭებს სასწაულები აკეთებინა

ამ პოსტში არ გავიხსენებ თუ რამდენჯერ ესროლეს დაუმსახურებლად ტალახი ლევან კობიაშვილს, რადგან ეს სიბინძურე წარმავალია. ისტორიას დარჩება მხოლოდ ის გამარჯვებები, რომლებსაც ერთად დგომით, დიდი შრომით და ჩვენი რწმენით მოვიპოვებთ,-წერს პარლამენტის წევრი ნინო კობიაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, გუშინდელი გამარჯვება უპირობოდ ლევან კობიაშვილს ეკუთვნის ჩვენს უმაგრეს ბიჭებთან და მათ მწვრთნელთან ერთად.

„ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციას 2015 წელს ჩაუდგა სათავეში. წლების განმავლობაში მან თანმიმდევრულად, მთელი გულით, პროფესიონალიზმით ააშენა სწორედ ის, რაც გუშინ ყველამ ვიხილეთ.

2015 წელს ფიფას რეიტინგებით 122-ე ადგილზე მყოფი გუნდიდან 2024 წელს ევროპის ჩემპიონატზე გასული გუნდი შექმნა , რომელმაც მსოფლიო რეიტინგით მე-6 სიძლიერის გუნდს პორტულალიას მოუგო

კობის და ფედერაციის მმართველობის სწორი გადაწყვეტილებაა ნაკრების შენაძენი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი, რომელმაც ბიჭებს სასწაულები აკეთებინა.

მან შეკრა საფეხბურთო, სამწვრთნელო გუნდი, გამართლა ინფრასტრუქტურა , სტრუქტურულად და პროფესიონალურად გამართა ის და ნელ-ნელა მიდიოდა სწორედ ამ შედეგამდე.

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ახლა ჩვენი ფეხბურთი არის ისეთ სიმაღლეზე რისიც გამოცდილ ძირძველ ევროპულ ნაკრებებსაც კი შეშურდება.

კობის განსაკუთრებული მადლობა ამ შედეგისთვის… ის ჩემთვის აღმოჩენა მაშინ გახდა, როდესაც ბავშვთა ფეხბურთის აღორძინებისთვის ფეხბურთის აკადემიები დააარსა. ერთ-ერთი ლანჩხუთშიც გავხსენით და ნიჭიერი ნიჭიერი ბავშვებისთვის გამართული ინფრასტრუქტურა და შესაბამისი პირობები შევქმენით

კობი ჩვენს გუნდთან ერთად პარლამენტიდანაც ემსახურება ჩვენს ქვეყანას. ის ჩვენი დიდი გუნდის, ქართული ოცნების ღირსეული წევრია!

წინ კი სხვა გამარჯვებები გველის. წინ გამარჯვებებისკენ საქართველო და ჩვენო საამაყო ფეხბურთელო გმირებო“,-წერს ნინო წილოსანი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,104 ნახვა