GD Banner
სპორტი

გიორგი ქოჩორაშვილი – გადავწყვიტე გავათამაშო ჩემი ორი მაისური

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და კლუბ „ლევანტეს“ ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი საკუთარ ორ მაისურს გააჩუქებს.

ამის შესახებ გიორგი მამარდაშვილი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე წერს და გათამაშებას საკუთარი გამომწერების რიცხვის 100 000-მდე გაზრდას უკავშირებს:

“100 000 გამომწერი ინსტაგრამზე! საიუბილეო ნიშნულთან დაკავშირებით, გადავწყვიტე გავათამაშო ჩემი 2 მაისური: საქართველოს ნაკრების და ლევანტესი.

დაწერე კომენტარებში, რა ემოციები გაჩუქა საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე.

საუკეთესო კომენტარის ავტორს თავად ავარჩევ და გადავცემ საქართველოს ნაკრების მაისურს;

ყველაზე მეტი მოწონების მქონე კომენტარის ავტორს ვაჩუქებ ლევანტეს მაისურს.

ყოველდღიურად ვიღებ თქვენგან ათასობით მესიჯს და დიდი მადლობა საოცარი მხარდაჭერისთვის“, – წერს გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,023 ნახვა