სპორტი

ლაშა ბუღაძე ფეხბურთელებს: ივანიშვილისგან ფული არ უნდა აიღო, ცუდი მაგალითია ახალგაზრდებისთვის – თქვენ კი მათი იდეალები ხართ ახლა

ბიძინა ივანიშვილისგან ფული არ უნდა აიღო, რომ მერე მადლობის თქმის ვალდებულება არ გქონდეს,-ასე ეხმაურება მწერალი ლაშა ბუღაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს ნაკრებისთვის ჯილდოს გადაცემას.

„ამ კაცმა არბია საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ართმევს ევროპულ მომავალს. ჩვენმა ფეხბურთელებმა დიდი სიხარული, ბედნიერება და გამარჯვების მუხტი მოგვიტანეს, მაგრამ შესაძლოა ზოგიერთი მათგანი ვერ ხვდებოდეს, რა ზიანი მოაქვს საქართველოსთვის რუსულ კანონს და ივანიშვილის რეჟიმს და გვიანღა მიხვდნენ მოსალოდნელი კატასტროფის მასშტაბს. ფეხბურთელების თანატოლები სცემეს და სასამართლო ჯარიმებით აავსეს საქართველოს დაცვისთვის. განა ყველამ არ ვნახეთ, როგორი სტვენით შეხვდნენ მოქალაქეები ივანიშვილის მარიონეტს ეროვნული ნაკრების დახვედრის ზეიმზე?! თავს ნუ მოიტყუებთ, ეს კაცი საქართველოს მომავლით ვაჭრობს და თქვენს სახელსა და წარმატებასაც იყენებს ამისთვის. ეს ცუდი მაგალითია ახალგაზრდებისთვის – თქვენ კი მათი იდეალები ხართ ახლა“,-წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,843,651 ნახვა