საგარეო პოლიტიკა

რიში სუნაკმა არჩევნებში დამარცხება აღიარა. დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი სერ კირ სტარმერი გახდება

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ გაიმარჯვა, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი კი სერ კირ სტარმერი გახდება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მოქმედმა პრემიერმა რიში სუნაკმა კონსერვატორთა მარცხი ადგილობრივი დროით 4:40 საათზე აღიარა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ სტარმერს დაურეკა და გამარჯვება უკვე მიულოცა. სუნაკი პრემიერის თანამდებობას 24 საათის განმავლობაში დატოვებს, რის შემდეგაც ამ პოსტზე მუშაობას უკვე სტარმერი შეუდგება.

რამდენიმე წუთის შემდეგ მედიის წინაშე უკვე სტარმერიც გამოჩნდა, რომელმაც თავის სიტყვაში „ეროვნული განახლების“ პირობა დადო და განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტს „ჯერ ქვეყანა და შემდეგ უკვე პარტია“ წარმოადგენს.

ბოლო მონაცემებით, სტარმერის პარტიამ პარლამენტში 410 ადგილი მოიპოვა, კონსერვატორებს 144 ადგილი შეხვდათ, მესამე ადგილზე არიან ლიბერალ-დემოკრატები 68 ადგილით. დანარჩენი 38 ადგილი რამდენიმე პარტიამ გადაინაწილა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,843,642 ნახვა