უცხოური მედია

Washington Post: ბაიდენმა თანამშრომლებს სთხოვა ღონისძიებები 20:00 საათის შემდეგ არ დაგეგმონ, რადგან მას მეტი ძილი სჭირდება

President Joe Biden speaks during a news conference with British Prime Minister Rishi Sunak in the East Room of the White House in Washington, Thursday, June 8, 2023. (AP Photo/Manuel Balce Ceneta)

„აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, „დემოკრატებისთვის“ წარუმატებელი დებატების შემდეგ, თქვა, რომ მას მეტი ძილი სჭირდებოდა. მან დაავალა თავის თანამშრომლებს არ დაგეგმონ მისთვის ღონისძიებები საღამოს 8:00 საათის შემდეგ“, – ამის შესახებ Washington Post-ი წერს. 

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, პრეზიდენტმა ბაიდენმა 3 ივლისს ღამით თეთრ სახლში გამართულ კერძო შეხვედრის დროს „დემოკრატ“ გუბერნატორებს უთხრა, რომ მას მეტი ძილი სჭირდებოდა.

„ბაიდენი ახლა მიიჩნევს, რომ საჭიროა ცვლილებები, რათა საჯაროდ კარგად გამოიყურებოდეს“, – წერს გამოცემა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. 

შეგახსენებთ, მანამდე კი გამოცემა „პოლიტიკომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჯო ბაიდენმა პირად შეხვედრაზე 20-ზე მეტ „დემოკრატ“ გუბერნატორს უთხრა, რომ თავის კონკურენტ დონალდ ტრამპთან დებატების შემდეგ სამედიცინო გამოკვლევა გაიარა და თავს კარგად გრძნობს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,843,655 ნახვა