მივიღეთ ბ-ნი ბიძინა ივანიშვილისგან პრემია და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. არ მესმის, რა არის აქ აგრესიის საფუძველი,- ასე გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი გველესიანი „ქართუს„ მიერ ნაკრებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის გამო ატეხილ აჟიოტაჟს.
„მივიღეთ ღირსების ორდენი, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან დიდი ჯილდო, დავიმსახურეთ ხალხის სიყვარული, რაც ფასდაუდებელია ჩვენთვის, ასევე მივიღეთ ბ-ნი ბიძინა ივანიშვილისგან პრემია და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. არ მესმის, რა არის აქ აგრესიის საფუძველი. ბიჭები ვართ მადლიერები და ეს საკმაოდ ნორმალური გამოხატულებაა. მე პირადად არანაირ მხარეს არ წარმოვადგენ და ყველანაირად ვემიჯნები ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ნებისმიერი ნეგატიური სახის განცხადებას, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ვიბრძვით ერთობისთვის, გვაქვს ჰარმონია და არის ძალები, რომლებიც ალბათ ამ ჰარმონიის დარღვევას, რაღაც დებოშის შემოტანასცდილობენ, რაც არავითარ შემთხვევაში არ გამოუვათ, რადგან ჩვენი ერთიანობა არის ჩვენი წარმატების საწინდარი“,-აცხადებს გიორგი გველესიანი.