უცხოური მედია

მედიის ცნობით, საფრანგეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, შუადღის მონაცემებით, ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა

საფრანგეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, შუადღის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა ელექტორატის 26 პროცენტზე მეტმა, რაც 1981 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

შედარებისთვის, 30 ივნისს, საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, ამავე პერიოდისთვის აქტივობა 25,9% შეადგენდა, ხოლო 2022 წელს 18,9%-ს.

როგორც ფრანგული მედია წერს, სავარაუდოდ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ გაიმარჯვებს, რომლის ნომინალური ლიდერი მარინ ლე პენია. თუმცა, ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა ლე პენის პარტია მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობის მოპოვებას. სოციოლოგიური გამოკითხვებით, ულტრამემარჯვენეები 215 მანდატს მიიღებენ, ხოლო უმრავლესობის მოსაპოვებლად 289 ადგილია საჭირო.

არჩევნების პირველადი შედეგები საფრანგეთის დროით საღამოს 20:00 საათზე (თბილისის დროით 22:00 საათზე) გახდება ცნობილი, როდესაც ხმის მიცემა შეწყდება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,843,642 ნახვა