განათლება

აბიტურიენტები დღეს ინგლისური ენის გამოცდას ისევ ორ სესიად აბარებენ

აბიტურიენტები დღეს ინგლისური ენის გამოცდას ისევ ორ სესიად აბარებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე განაწილებულ აბიტურიენტთაგან გამოცხადდა 93%-მდე გამოსაცდელი.

„ამ დროის მონაცემებით არის დაგვიანების 7 შემთხვევა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ დაგვიანების შემთხვევაში ისინი ეთიშებიან საგამოცდო პროცესს. ამიტომ მნიშვნელოვანია გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!“, – ნათქვამია ცენტრის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,843,648 ნახვა