უცხოური მედია

იენს სტოლტენბერგი – ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ ჯერ ნაადრევია თქმა, როდის

ნატო-ს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ ჯერ ნაადრევია თქმა, როდის მოხდება ეს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში, ნატო-ს 75-ე სამიტზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა სულ უფრო უახლოვდება ნატო-ს წევრობას.

„ნატო-ს რომელიმე მოკავშირის წინააღმდეგ ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან გარდაუვალ სამხედრო საფრთხეს. რუსეთი სრულად არის დაკავებული უკრაინის წინააღმდეგ ომით. გადაიყვანა დიდი რაოდენობით ჯარი ფინეთის სასაზღვრო მონაკვეთიდან უკრაინაში. ჩვენ ვხედავთ კიბერთავდასხმების, საბოტაჟის მუდმივ საფრთხეს, სხვადასხვა სახის მტრულ მოქმედებას ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ. აქტიურად ვაკვირდებით, რას აკეთებს რუსეთი და ნატო-ს მოკავშირეები თავდაცვის ახალ შესაძლებლობებში ინვესტიციებს დებენ. ახალი წევრის მოსაწვევად კონსენსუსი გვჭირდება. ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ ჯერჯერობით ნაადრევია თქმა, როდის მოხდება ეს. უკრაინა სულ უფრო უახლოვდება ნატო-ს წევრობას და ამას კონკრეტული მოქმედებებით ვაკეთებთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,848,391 ნახვა