პოლიტიკა

არასამთავრობოების განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ შეხვედრაზე დაადასტურა, რომ სანქციების მექანიზმი ამოქმედებულია

აშშ-ის საელჩოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ეზრა ზეია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, მესამე სექტორის წარმომადგენლებმა მედიასთან გაკეთებულ კომენტარებში აღნიშნეს, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების მექანიზმი ამოქმედებულია.

არასამთავრობოების ინფორმაციით, ამერიკული მხარე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება შეწყვეტს პარტნიორებზე თავდასხმებსა და არადემოკრატიულ ქმედებებს, ყველა შეჩერებული პროექტი გაგრძელდება:

“საუბარი იყო იმაზე რომ სანქციების მექანიზმი ამოქმედებულია  იქიდან გამომდინარე თუ როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები, რამდენად მოხდება ხელისუფლების მხრიდან იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელსაც აძლევს სამოქალაქო საზოგადოება თუ საერთაშორისო პარტნიორები, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება” აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორგანიზაცია “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დამფუძნებელმა უჩა ნანუაშვილმა.

 შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ეზრა ზეია თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის შეხვდება ოპოზიციასაც, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც და მოინახულებს შიდა ქართლში რუსი სამხედროების მიერ გავლებულ საოკუპაციო ზოლსაც.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,843,648 ნახვა