GD Banner
სპორტი

ვინ არის „ლევანტეს“ ფეისბუქ- გვერდის ადმინი, რომელიც პოსტებს ქართულად წერს

საქართველოს ეროვნული ნაკრების გასვლამ ევროპის ჩემპიონატზე, გამოაჩინა, რომ ქართველი ტალანტები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ნაკლებად ცნობილები არიან, ევროპულ კლუბებში საკმაოდ პატივსაცემ და ნიჭიერ ფეხბურთელებად მოიაზრებიან.

ერთ-ერთ ინტერვიუში ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა თქვა, რომ მას სამშობლოში ისე კარგად არ იცნობდნენ, როგორც მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას, თუმცა, ეს ყველაფერი მარტის ისტორიულ თამაშებზე შეიცვალა. დღეს ქომაგებისთვის ის ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია სხვა დანარჩენებს შორის.

ცნობილია, რომ ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ თამაშობს. ქართველების ერთიანობის და გამტანობის შესახებ მისმა კლუბმა უკვე შეიტყო – პოსტმა, რომელიც მათ ფეისბუკ გვერდზე ქართულ ენაზე გამოქვეყნდა, რეკორდი მოხსნა – ქართველების რეაქციებმა, კომენტარებმა და გადაზიარებებმა თავად კლუბის წარმომადგენლები შოკში ჩააგდო,

ორმხრივი კავშირი იმდენად სასიამოვნო და სახალისო აღმოჩნდა, რომ „ლევანტეს“ ადმინმა გადაწყვიტა, პოსტები ქართულად ხშირად გამოაქვეყნოს.

გვერდის სოციალური მენეჯერი ხავი დე ლა ოსაა. როგორც ჩანს, მას გიორგისთან მეგობრული ურთიერთობა აქვს

ერთ-ერთ ინტერვიუში ხავი აღნიშნავს, რომ გიორგითი ძალიან ამაყობენ და უნდათ, მათთან კიდევ დიდხანს დარჩეს. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,105 ნახვა