უცხოური მედია

ანალენა ბერბოკი მოუწოდებს ჩინეთს, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად ინტენსიურად იმუშაოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ჩინეთს უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად ინტენსიური მუშაობისკენ მოუწოდა.

ბერბოკმა აღნიშნა, რომ ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, „აქვს ვალდებულება, გააკეთოს ყველაფერი, რათა შევძლოთ მშვიდობის აღდგენა“.

„პირველ რიგში, ეს ნიშნავს, არ დაუჭირონ მხარი აგრესორს, არ გამოუცხადონ მხარდაჭერა რუსეთს“, – აღნიშნა ბერბოკმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პეკინში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ვიზიტი „ძალიან მნიშვნელოვანია“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,911,643 ნახვა