GD Banner
საგარეო პოლიტიკა

ტრამპის განცხადებით, ჰარისმა 4 სექტემბერს მასთან დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

J

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისმა ოპონენტმა „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისმა მასთან 4 სექტემბერს დაგეგმილ დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

„ამხანაგმა კამაპა ჰარისმა გვამცნო, რომ ის 4 სექტემბერს Fox News-ის ეთერში დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს. მე მოვლენათა ამგვარი განვითარებით გაოცებული არ ვარ, იმიტომ რომ ვგრძნობ, მან იცის, რომ მისთვის რთული იქნება საკუთარი რეკორდული რაოდენობის გადათქმების დაცვა“, – დაწერა ტრამპმა.

ტრამპი ამბობს, რომ 4 სექტემბერს დაგეგმილი დებატების ნაცვლად ის Fox News-ის ეთერში წამყვან შონ ჰენიტისთან შოუს წაიყვანს, რომელიც პენსილვანიის შტატში გაიმართება. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,023 ნახვა