უცხოური მედია

დონალდ ტრამპი თავის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ტყვიაგაუმტარი შუშის უკან იდგა

13 ივლისის თავდასხმის შემდეგ პირველად, პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი კვლავ გამოჩნდა ღია სივრცეში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე. ჩრდილო კაროლინაში მიტინგზე ის ტყვიაგაუმტარი „ვიტრინის“ უკან იდგა.

როგორც Associated Press იუწყება, გამჭვირვალე პანელები ტრიბუნის გარშემო ისე განათავსეს, რომ კანდიდატი ყველა მხრიდან იყო დაცული ტყვიისგან. ასევე, გარშემო მდებარე სახლის სახურავებზე სნაიპერები იყვნენ განთავსებული.

ტრამპმა გამოსვლისას ჰარისი, ბაიდენი და ობამა გააკრიტიკა მათი უხეში გამონათქვამებისა და ხუმრობების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე. რესპუბლიკელმა პირობა დადო, რომ ნოემბერში „თეთრ სახლს დაიპყრობს“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,911,629 ნახვა