GD Banner
უცხოური მედია

POLITICO: ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინელებს განუცხადეს, რომ აშშ-ს საბოლოო ჯამში მოსკოვთან ურთიერთობების გადატვირთვა მოუნდება, ხოლო რუსეთის შიგნით იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნამ შეიძლება შეაფერხოს ეს ძალისხმევა

JPG edited with https://ezgif.com/resize

თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა უკრაინელებს განუცხადეს, რომ აშშ-ს საბოლოო ჯამში მოსკოვთან ურთიერთობების გადატვირთვა მოუნდება, ხოლო რუსეთის შიგნით შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნამ შეიძლება შეაფერხოს ეს ძალისხმევა, – წერს ამერიკული გამოცემა POLITICO.

გამოცემა POLITICO აღნიშნავს, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრამ შეცვალა ომის ბნელი ნარატივი და კიევი იყენებს ბრძოლის ველზე წარმატებას აშშ-ზე ზეწოლის ახალი კამპანიის დასაწყებად, რათა ვაშინგტონმა მოხსნას ბოლო შეზღუდვები რუსეთის შიგნით შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე, თუმცა ყოველ შემთხვევაში ახლა, თეთრი სახლი ჯერ კიდევ არ არის მზად ამისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენმა შეამსუბუქა თავისი შეშფოთება შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებთან, ტანკებთან და F-16 ტიპის გამანადგურებლებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის შეზღუდვებმა იმის თაობაზე, თუ როდის და სად გამოიყენოს უკრაინამ აშშ-ის მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი მაღალი სიზუსტის რაკეტები, დიდი იმედგაცრუება გამოიწვია კიევში და უკრაინის ზოგიერთ მხარდამჭერებს შორის ვაშინგტონსა და ევროპაში.

თეთრი სახლისა და პენტაგონის მაღალი რანგის ოფიციალური პირები უარყოფენ ნებისმიერ ვარაუდს, რომ ადმინისტრაცია განიხილავს პოლიტიკის შეცვლას, როდესაც საქმე ეხება უკრაინის მიერ ამერიკული იარაღის გამოყენების დაშვებას, გარდა ძალიან კონკრეტული შემთხვევებისა, რუსეთის შიგნით საზღვართან ახლოს. ისინი აცხადებენ, რომ უკრაინას აქვს გამარჯვებისთვის საჭირო შესაძლებლობები.

ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების აპარატში ზოგიერთი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ კიევმა შესაძლოა წამოიწყოს საჯარო კამპანია, რათა თავი დაიზღვიოს უახლოეს თვეებში უკრაინაში მნიშვნელოვანი პოზიციების შესაძლო დაკარგვისგან.

ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ბაიდენი ეწინააღმდეგებოდა კიევის მიერ ამერიკული იარაღის თავისუფლად გამოყენებას რუსეთის შიგნით შეტევითი კამპანიების დროს – მოსკოვთან დაძაბულობის ესკალაციის შიშით. თუმცა, თუ ის მაინც შეიცვლის აზრს, ეს მნიშვნელოვნად შეცვლის ომის მიმდინარეობას და მისცემს კიევს თავისუფლებას, რომელიც მას სჭირდება გამარჯვებისთვის.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,023 ნახვა