GD Banner
პოლიტიკა

თამარ კორძაია: თუ ქვეყანას საფრთხე ემუქრება, მაშინ მარტო ივანიშვილი რატომ უნდა იყოს დაცული და რატომ უნდა იყოს ბრონირებული შუშის უკან

თუ ქვეყანას საფრთხე ემუქრება, მაშინ მარტო ივანიშვილი რატომ უნდა იყოს დაცული და რატომ უნდა იყოს ბრონირებული შუშის უკან. ეს დადგმები საფრთხეებთან დაკავშირებით, არის სრულიად მოგონილი, ილუზორული, – ამის შესახებ  “ერთიანობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. 

„ეტყობა ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ჩვენი მოქალაქეები არიან ადამიანები, რომლებიც ვერ აზროვნებენ, იმიტომ რომ თუ საფრთხე ემუქრება ქვეყანას, მაშინ მარტო ბიძინა ივანიშვილი რატომ უნდა იყოს დაცული და რატომ უნდა იყოს ბრონირებული შუშის უკან. ე.ი. თუ ქვეყანას საფრთხე ემუქრება, როგორც თვითონ ლაპარაკობს, მთელი მოქალაქეების, ქვეყნის დაცვაზე უნდა ლაპარაკობდეს და არა საკუთარი თავის დაცვაზე, მაშინ როდესაც მისი გუნდის წევრები ჩამწკრივებული ჰყავს გვერდით და თვითონ მარტო უნდა დაიცვან. აქედან გამომდინარე, ეს დადგმები საფრთხეებთან დაკავშირებით, არის სრულიად მოგონილი, ილუზორული, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რეალობას სხვანაირს, საფრთხე აქვთ საქართველოს მოქალაქეებს გაღატაკების, საიდანაც ამოსვლა ძალიან გაგვიჭირდება, თუ ჩვენ დავკარგავთ ევროკავშირის პერსპექტივას“, – განაცხადა თამარ კორძაიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,023 ნახვა