GD Banner
Uncategorized

„ერთი სიტყვით, ივანიშვილი უნდა დამარცხდეს… არ უნდა დაგვავიწყდეს სალომე ზურაბიშვილის ინიციტივა – ქარტია“ – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია:

სალომე ზურაბიშვილს შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდა. პოლიტიკურ მოღვაწეს ცხოვრებაში ხშირად მხოლოდ ერთხელ ეძლევა შანსი, ისტორიაში გამორჩეულ ლიდერად დარჩეს. მისი პოლიტიკური გზა არ იყო ცალსახა, წლების განმავლობაში მოვისმინეთ და ვნახეთ მძიმე განცხადები თუ ხანდახან გაუგებარი გადაწყვეტილებები, მაგრამ ახლა, როცა ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, სრულიად გამორჩეულ მისიას ასრულებს – ზუსტად ესაა მისი პოლიტიკური კარიერის ის მომენტი, რომელიც ოქტომბერში წარმატებით უნდა დასრულდეს, მას კი ისტორიულ ფიგურად გადააქცევს.

სიმბოლურიცაა, რომ სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს უნდა მიაღწიოს ქვეყანამ მიზანს, რომელიც საუკუნის წინ შეწყდა. ივანიშვილისთვის კი ბედის ირონიაა, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის დროს უნდა დაესვას წერტილი მის რეჟიმს და ქვეყნის ევროპული გეზი შეუქცევადი გახდეს.

პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია – მთლიანად ანგრევს ქართული ოცნების პროპაგანდას. ივანიშვილის უსუსური მცდელობა, ყველა პარტიას ერთ ტაფაში მოუყაროს თავი, ზურაბიშვილს კი იარლიყი მიაწებოს, სასაცილოდ გამოიყურება. შეუძლებელია, ზურაბიშვილს დააბრალო წინა ხელისუფლების მიმართ რაიმე სიმპათია. ამასთან, სალომე ზურაბიშვილს არჩევნების შემდგომ პერიოდშიც დიდი ფუნქცია აქვს – ძალაუფლების გადაბარების ნაწილში, ასევე იმ კუთხით, როგორი იქნება მომავალი მთავრობა. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს მისი ინიციტივა – ქარტია, რომლის შესრულების ვალდებულება პოლიტიკური პარტიების უმეტესობამ აიღო. ერთი სიტყვით, ივანიშვილი უნდა დამარცხდეს. დიახ, 26 ოქტომბერი რეფერენდუმია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,023 ნახვა