GD Banner
უცხოური მედია

Le Canard Chainé – ტელეგრამის დამფუძნებელი პაველ დუროვი აცხადებს, რომ საფრანგეთში ჩაფრინდა მაკრონის მიწვევით, მათ ერთად უნდა ესადილათ 

Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთში ჩაფრინდა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით. ამის შესახებ ფრანგული სატირული გაზეთი Le Canard Chainé ელისეს სასახლეში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

სტატიაში ნათქვამია, რომ დუროვმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ის სადილზე დაპატიჟა, თუმცა პოლიციელებმა აეროპორტში დააკავეს.

ოფიციალური პარიზი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. პოლიტიკური პარტია „პატრიოტების“ ლიდერი ფლორიან ფილიპო კი, ემანუელ მაკრონისგან განმარტებებს ითხოვს. 

მისი თქმით, მაკრონისგან სავსებით მოსალოდნელია მსგავსი საქციელი.

„მას შეეძლო ჩაეტყუებინა დუროვი საფრანგეთში, რათა აღესრულებინა მისი პატრონების დავალება-  ციხეში ჩასვას ყველა, ვინც თავისუფალ სიტყვას იცავს. ჩვენ ველოდებით მაკრონისგან განმარტებებს“,-აცხადებს პოლიტიკოსი.

ფრანგული გამოცემა le monde დუროვის დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ ტელეგრამის დამფუძნებელი მაკრონს რამდენჯერმე მართლაც შეხვდა. გამოცემის ინფორმაციით, ეს შეხვედრები დუროვის მიერ ნატურალიზაციის შესახებ შეტანილ განცხადებაშიც იყო მოხსენიებული. 

ტელეგრამის დამფუძნებელი პაველ დუროვი პარიზში ჩაფრენისას, აეროპორტში დააკავეს. 39 წლის დუროვის დაკავების მიზეზია ის, რომ ტელეგრამი არასაკმარისად აკონტროლებს თავის არხებს, რომლებსაც კანონსაწინააღმდეგო მიზნებისთვის იყენებენ ხოლმე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,900,150 ნახვა