Uncategorized

ნინო ფოჩხუა „ნაცმოძრაობის“ ზონდერების საკონსტიტუციო სასამართლოსთან მობილიზებაზე: არც კანონი იციან და არც ჯანსაღი დისკუსია, როცა არგუმენტები არ გაქვს, რა თქმა უნდა ძალადობაზე გადახვალ

„ნაციონალებმა“ ხომ არც კანონი იციან და არც ჯანსაღი დისკუსია, პირდაპირ ძალადობაზე გადადიან, სისხლში აქვთ. როცა არგუმენტები არ გაქვს, რა თქმა უნდა ძალადობაზე გადახვალ, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ინფორმაციას, რომლის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ზონდერების მობილიზებას იწყებს.


ფოჩხუას თქმით, „ნაცმოძრაობამ“ თავად დაადასტურა რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული სარჩელი არის პარტიული სარჩელი.

„ნაციონალებმა ხომ არც კანონი იციან და არც ჯანსაღი დისკუსია, პირდაპირ ძალადობაზე გადადიან, სისხლში აქვთ.
როცა არგუმენტები არ გაქვს, რა თქმა უნდა ძალადობაზე გადახვალ.
არ გამოუვათ არაფერი, „კანონი გამჭვირვალეობის შესახებ“ ძალაში დარჩება, რადგან რასაც იქ შეკრებილი ეკა ბესელიები, გიორგი ბურჯანაძეები და ა.შ. აბრალებენ ამ კანონს და ეძახიან რუსულს, ტყუილია და ამას საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის.
ეს უნდა დამთავრდეს და ამაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა თქვან თავისი სიტყვა 26 ოქტომბერს.
ყველანი არჩევნებზე!
საპარლამენტო უმრავლესობა მმართველ პარტიას!
P.S. და რაც მთავარია, ნაცმოძრაობამ თავად დაადასტურა რომ ეს არის პარტიული სარჩელი და სხვა არაფერი“, – წერს ნინო ფოჩხუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,768 ნახვა