GD Banner
Uncategorized

არჩილ გორდულაძე: რადიკალური ოპოზიცია არა 26 ოქტომბრისთვის, არამედ 27 ოქტომბრისთვის ემზადება. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, მათი პატრონების დავალებით, რომ ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანონ

რეალურად ოპოზიცია არა 26 ოქტომბრისთვის, არამედ 27 ოქტომბრისთვის ემზადება, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

მან კომენტარი გააკეთა ყვარელში რადიკალური ოპოზიციის ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.

„ისინი ყველაფერს გააკეთებენ, მათი პატრონების დავალებით, რომ ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანონ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ გამოუვათ, რადგან როგორც „ქართული ოცნება“ ასევე ქართველი ხალხი იქნება ერთად, მყარად ორ ფეხზე – ჩვენ შევძლებთ, ჩვენი ინტერესები, ჩვენი მომავალი იყოს უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, მშვიდობით“, – აღნიშნა გორდულაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,021 ნახვა