Uncategorized

მიხეილ სააკაშვილი: მადლობა ანა ფოტიგას, არ მიმატოვა განსაცდელში, რომელშიც მამყოფებს ხელისუფლება

მადლობა ანა ფოტიგას, რომელმაც განსაცდელში არ მიმატოვა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

„მინდა, მივესალმო ევროპელ პოლიტიკოსს, ანა ფოტიგას, რომელიც იმყოფება დარბაზში. მინდა, დიდი მადლობა გითხრათ ყველაფრისთვის, რომ ყველაზე რთულ მომენტში არ მიატოვეთ საქართველო, მათ შორის არ მიმატოვეთ მე იმ განსაცდელში, რომელშიც მამყოფებს საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესს ყოფილი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ესწრება. სასამართლო პროცესი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს ეხება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,169 ნახვა