Uncategorized

კარიმ ხანი ვლადიმერ პუტინის შესაძლო დაპატიმრებაზე – ისტორიამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც წარსულში დიდი ძალაუფლება ჰქონდათ, საბრალდებო სკამებზე აღმოჩნდნენ

არსებობს მაგალითები, რომლებიც აჩვენებს, რომ თუ ვინმე აკეთებს იმას, რაც მოეპრიანება, იყენებს ძალაუფლებას, რომელიც არ შემოიფარგლება უმაღლესი პასუხისმგებლობით, მისი მანევრირების სივრცე ვიწროვდება, – ამის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის სასამართლო წინაშე წარდგენის პერსპექტივაზე ისაუბრა.

„ხალხი იცინოდა, როდესაც საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიისთვის კარაჯიჩისა და მლადიჩის დაპატიმრების ორდერებს ითხოვდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მილოშევიჩზე, ასევე როდესაც სიერა ლეონეს სპეციალურმა სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის ჩარლზ ტეილორის დაპატიმრების ორდერი გასცა, მაგრამ როგორც ისტორიამ აჩვენა, ეს ადამიანები, რომლებსაც წარსულში დიდი ძალაუფლება ჰქონდათ თავიანთ ქვეყანაში და რეგიონში, საბრალდებო სკამზე აღმოჩნდნენ. არსებობს მაგალითები, რომ თუ ვინმე აკეთებს იმას, რაც მოეპრიანება, იყენებს ძალაუფლებას, რომელიც არ შემოიფარგლება უმაღლესი პასუხისმგებლობით, მისი მანევრირების სივრცე ვიწროვდება“, – აღნიშნა კარიმ ხანმა.

ამასთან, საუბარი ვლადიმერ პუტინის მონღოლეთში ვიზიტსაც შეეხო და კარიმ ხანმა განაცხადა, რომ მონღოლეთს მოუწევს ახსნას, რატომ უგულებელყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი.

„მოლაპარაკების პროცესი სასამართლოს დონეზე მიმდინარეობს. მოსამართლეებს შეუძლიათ თავიანთი რეკომენდაციები გააკეთონ იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლობის არარსებობა გამოვლინდება, მაგრამ არ მინდა წინასწარ ვიმსჯელო, რადგან ეს საკითხი ახლა მოსამართლეებსა და მონღოლეთის მთავრობას შორის წყდება“, – განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წლის მარტში პუტინისა და ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები გასცა. ისინი უკრაინის ომის დროს ომის დანაშაულების ჩადენაში არიან ეჭვმიტანილები.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,149 ნახვა