GD Banner
ხელოვნება და კულტურა

„კულტურის მინისტრის საერთოდ გაუქმების მომხრე ვარ“ – სალომე ზურაბიშვილი

„მე პირადად მომხრე ვარ, კულტურის მინისტრის საერთოდ გაუქმების”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

„თუ ქვეყანა არ გადარჩება, მაშინ არც კულტურა გადარჩება. თუმცა შეიძლება, რაღაც ფორმით იარსებოს. კულტურა ყოველთვის იყო ის, რაც ყველაფრის მიუხედავად ცოცხლობდა. პირველი მიზანი უნდა იყოს ქვეყნის გადარჩენა, რაც 26 ოქტომბერს გადაწყდება. მე პირადად მომხრე ვარ, კულტურის მინისტრის საერთოდ გაუქმების და სხვადასხვა ინსტიტუტებისთვის, ფონდებისთვის მეტი შესაძლებლობების და დაფინანსების მიცემის. ამ საკითხს სჭირდება შესწავლა. მე მგონია, თანამედროვეობა ამას მოითხოვს და არა იმ ძველ ფორმებს, როცა ერთი სამინისტროს ცდილობს, ყველაფერი [დაიქვემდებაროს]. ძეგლთა დაცვის სააგენტო ბევრად კარგად მუშაობდა ცალკე, ვიდრე ახლა. ცალკე სააგენტოს თავის თავზე არის პასუხისმგებელი ბიუჯეტური დახმარება საჭიროა, მაგრამ ასევე შეიძლება მოიპოვონ ცალკე დაფინანსება, კერძო სექტორი იყოს ჩართული“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,185 ნახვა