GD Banner
უცხოური მედია

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – ჩვენი უმოქმედობის გამო, რუსეთის დრონები ნატო-ს ტერიტორიაზე ვარდება

რუსეთის ფედერაციის დრონები ნატო-ს ტერიტორიაზე ჩვენი უმოქმედობის გამო ვარდება. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ინციდენტები, რომლებთან დაკავშირებითაც ფიქრი სამი წლის წინ წარმოუდგენელი იყო, ახლა რუტინად ითვლება.

„არაფერი არ უნდა ვარდებოდეს უკრაინაში, ლატვიაში ან ნატო-ს ტერიტორიაზე, მაგრამ ეს ახალი რეალობაა, სადამდეც ჩვენმა უმოქმედობამ მიგვიყვანა“, – წერს მინისტრი.

ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ ლიეტუვა მხარს დაუჭერს მოკავშირეთა ძლიერ პასუხს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვაში, ქვეყნის აღმოსავლეთით რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

There was an issue retrieving stats. Please try again later.