პოლიტიკა

ნინო ლომჯარია: თუ ყველა საარჩევნო უბანზე გვეყოლება მომზადებული, კეთილსინდისიერი დამკვირვებელი, შეგვიძლია, დავიცვათ თითოეული ადამიანის ხმა

“ჩემი ხმა ევროპას!” –  სამოქალაქო საზოგადოების 30-მდე ორგანიზაცია საინფორმაციო კამპანიას იწყებს.

ორგანიზაციები 18 წელს მიღწეულ მოქალაქეებს არჩევნებზე დამკვირვებლად რეგისტრაციას სთავაზობენ, რათა მაღალი ჩართულობით შეძლონ ამომრჩევლის ხმების დაცვა მომავალ არჩევნებზე.

“30-მდე ქართულმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომ არჩევნებს დავაკვირდეთ კოალიციურად და 18 წლის ასაკს მიღწეულ თითოეულ მოქალაქეს ვთავაზობთ, რომ დარეგისტრირდნენ ჩვენი დამკვირვებლების ბაზაში.

ჩვენი გეგმები არის ის, რომ დავაკვირდეთ მთელი საქართველოს მასშტაბით და ყველა საარჩევნო უბანზე გვყავდეს დამკვირვებელი. რა თქმა უნდა, ვიყოთ, კოორდინაციაში, კომუნიკაციაში სხვა სადამკვირვებლო მისიებთან და დარწმუნებულები ვართ, რომ თუკი იქნება აქტიურობა მოქალაქეების მხრიდან, თუკი ყველა საარჩევნო უბანზე ჩვენ გვეყოლება მომზადებული და კეთილსინდისიერი დამკვირვებელი, ჩვენ შეგვიძლია, რომ დავიცვათ ჩვენი, თქვენი და თითოეული ადამიანის ხმა,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა