პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ანზორ ბოლქვაძე ქედის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოში ქედის დელეგატ – მამუკა თურმანიძესთან ერთად სოფლების: ჩიტიძეების, გეგელიძეებისა და ახოს მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ ქედის სოფლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.

ანზორ ბოლქვაძე გაეცნო მოსახლეობის საჭიროებებს. ყურადღება გაამახვილეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,906,944 ნახვა