პოლიტიკა

დავით შერაზადიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს დმანისში აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, დმანისის რაიონის სოფლების: პანტიანის, ზემო და ქვემო ოროზმანის, მთისძირისა და ვაკის მოსახლეობას შეხვდა.

დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე განიხილეს, „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული პროექტები და პროგრამები. დავით შერაზადიშვილის თქმით, საინტერესო და გულთბილი საუბარი ჰქონდა მოსახლეობასთან.

„დმანისი ჩემთვის უცხო არ არის, აქაურობა ჩემი ცხოვრების ნაწილია, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პერიოდი მაქვს გატარებული. მიხარია, რომ მექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო მჭიდრო საქმიანი კავშირი მქონდეს ჩემს დმანისელებთან,“-განაცხადა დავით შერაზადიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი – კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა – ყულიაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,906,898 ნახვა