GD Banner
Uncategorized

ლევან ნიკოლეიშვილი ბენ კარდინის განცხადებაზე: მეთიუ მილერი ხომ გვემუქრება, ახლა კარდინი გამოხტა, არჩევნებს დავიცავთო! ოღონდ მანამდე ძალიან გაგვიხარდება, თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატს ბატონ ტრამპს თუ დაიცავთ, ერთ თვეში, რომ ორჯერ კინაღამ მოკლეს

აბა, რა, აი ნამდვილი “მეგობრები და პარტნიორები,” ჩვენი “უფროსი ძმები”-მეთიუ მილერი, ხომ პერიოდულად სანქციებით გვემუქრება, ახლა სენატორი კარდინი გამოხტა, არჩევნებს დავიცავთო! მადლობის მეტი რა გვეთქმის! ოღონდ მანამდე ძალიან გაგვიხარდება, თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატს ბატონ ტრამპს თუ დაიცავთ, ერთ თვეში, რომ ორჯერ კინაღამ მოკლეს! – ასე ეხმიანება “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, ბენ კარდინის განცხადებას, რომლის თქმითაც, ამერიკა მზად არის ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის დასაცავად ნაბიჯების გადასადგმელად.

ნიკოლეიშვილის თქმით, ცუდი არ იქნებოდა სანქციები იმ ამერიკელებისა და უკრაინელი მაღალჩინოსნებისათვის დაეწესებინა ამერიკას, რომლებმაც მილიარდები მიახარჯეს ჯერ ავღანეთში და მერე უკრაინაში.

“აბა, რა, აი ნამდვილი “მეგობრები და პარტნიორები,” ჩვენი “უფროსი ძმები”-მეთიუ მილერი, ხომ პერიოდულად სანქციებით გვემუქრება, ახლა სენატორი კარდინი გამოხტა, არჩევნებს დავიცავთო! მადლობის მეტი რა გვეთქმის! ოღონდ მანამდე ძალიან გაგვიხარდება, თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატს ბატონ ტრამპს თუ დაიცავთ, ერთ თვეში, რომ ორჯერ კინაღამ მოკლეს! მეორე, ასევე ცუდი არ იქნებოდა სანქციები იმ ამერიკელებისა და უკრაინელი მაღალჩინოსნებისათვის დაგეწესებინათ მილიარდები, რომ მიხარჯეს ჯერ ავღანეთში და მერე უკრაინაში! ახლა არ მითხრათ ავღანეთში დემოკრატია დავამყარეთ და უკრაინა რუსეთს ომს უგებსო. რაც შეეხება საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, ჩვენ საქართველოში, ასეთ მიდგომებს არ ვთლით არც მეგობრობად და არც პარტნიორობად, ხოლო თქვენთ თუ ამის მოსმენა ოფიციალურ დონეზეც გნებავთ, ასე გაგრძელეთ და ერთ მშვენიერ დღეს ამასაც აუცილებლად მიაღწევთ!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,900,583 ნახვა