GD Banner
სამართალი

კესოსთან კავშირში არ არის, მაგრამ, მეც მემუქრებიან მოკვლით,-რას ამბობს კესარია აბრამიძის ნაცნობი

მისი ბოიფრენდი იყო და მასზე ძალადობდა, ამაზე თავად წერდა სოციალურ ქსელში და ახლაც ვრცელდება აპრილში გამოქვეყნებული პოსტი, სადაც ამბობს, რომ მეზობელმა გადაარჩინა,- ამის შესახებ კესარია აბრამიძის ნაცნობმა და მეზობელმა, ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ქალის უფლებები სათანადოდ არ არის დაცული, რადგან თვითონაც არის ძალადობის და მუქარის მსხვერპლი.

„ამ ეტაპზე მეც ვარ ძალადობის მსხვერპლი და მეც მემუქრებიან მოკვლით. კესოსთან არაფერ კავშირში არ არის, მაგრამ მე, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ასევე ვარ მკვლელობის მუქარის ქვეშ. ამის შესახებ განვაცხადე პოლიციაში და მისცეს ამ ადამიანს მხოლოდ გაფრთხილება. საინტერესოა“,-აცხადებს კესარიას მეზობელი.

მისი თქმით, კესარიას იცნობდა და ხშირად ხვდებოდა, რადგან გვერდით კორპუსში ცხოვრობს. ასევე ხშირად ხედავდა მის მეგობარ მამაკაცს.

„ფიზიკურად დიდი ადამიანია, მას ხშირად ვხედავდით სუპერმარკეტებში, როდესაც ყიდულობდა პროდუქტებს. ვიცოდით, რომ ეს ადამიანი იყო კესარიას შეყვარებული. მეტი არაფერი ვიცი. ზოგადად, ამ მხრივ, არ არის კარგი მდგომარეობა ქვეყანაში“,-აცხადებს კესარია აბრამიძის მეზობელი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,185 ნახვა