პოლიტიკა

ანი მოსულიშვილი – კოლეჯი “პრესტიჟი” ზრუნავს შშმ პირთა ღირსეულ ხვალინდელ დღეზე

ვეძებდი ისეთ სასწავლებელს, რომელიც იქნებოდა ადაპტირებული, ტერიტორიულად ახლოს და შშშ მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული. ხანგრძლივი ძიების შემდეგ მივაგენი პროფესიულ სასწავლებელს- კოლეჯ “პრესტიჟს“, რომელიც თელავში მდებარეობს. შევარჩიე ჩემი ოცნების პროფესია- საოფისე საქმე და შევუდექი სწავლას,- ამის შესახებ კოლეჯის კურსდამთავრებულმა, შშმ პირმა ანი მოსულიშვილმა გვესაუბრა.

ანის თქმით, სწავლის პერიოდში, კოლეჯი „პრესტიჟის“ ადმინისტრაცია მის მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას და სითბოს იჩენდა. მისივე თქმით, კოლეჯი ზრუნავს შშმ პირთა ხვალინდელ დღეზე და ყველაფერს აკეთებს, რომ მის სტუდენტებს ღირსეული მომავალი შეუქმნას.

ანი მოსულიშვილი: „მინდა გაგიზიაროთ ჩემი ისტორია. მე ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ვცხოვრობ ყვარლის რაიონ სოფელ ახალსოფელში. ვოცნებობდი მიმეღო პროფესიული განათლება და ახალი გზა გამეკვლია წარმატებისა და წინსვლისაკენ. ვეძებდი ისეთ სასწავლებელს, რომელიც იქნებოდა ადაპტირებული, ტერიტორიულად ახლოს და შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული.

ხანგრძლივი ძიების შემდეგ, თელავში მივაგენი პროფესიულ სასწავლებელს- კოლეჯ “პრესტიჟს”. ეს არის ევროსტანდარტის შესაბამისი, შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. შევარჩიე ჩემი ოცნების პროფესია – საოფისე საქმე და შევუდექი სწავლას რომელის ხანგძლივობაც იყო 10 თვე.

ჩემი პროფესიული მასწავლებელი იყო ქ-ნი მანანა ამირგუნაშვილი, რომელმაც შემაყვარა ეს პროფესია და დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში. კოლეჯში მიხაროდა მისვლა და ყველაზე მეტად მინდა აღვნიშნო კოლეჯის ადმინისტრაციის და განსაკუთრებით, დირექტორის, ბ-ნი კონსტანტინე დოლიძის როლი, რომელიც ყველაფერს აკეთებს სტუდენტებისთვის, მათი ღირსეული ხვალინდელი დღისთვის. მთელი კოლეჯის ადმინისტრაცია ჩემს მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას და სითბოს იჩენდა. რომ არა ისინი, მე დღეს ამ წარმატებას ვერ მივაღწევდი. მინდა მადლობა გადავუხადო მთელი კოლეჯის პროფესიონალთა გუნდს, იმისთვის, რომ ჩემს განათლებაში ამხელა შრომა ჩადეს. მინდა ჩემი პროფესიით ვიშოვო სამსახური და დავუმტკიცო ყველას, რომ ამ სამყაროში შეუძლებელი არაფერია. რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, რომ არიან ადამიანები, რომლებიც გაძლევენ მოტივაციას, სტიმულს და ხვალინდელი დღის იმედს. დიახ, შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ კოლეჯი პრესტიჟი-ჩემი სავიზიტო ბარათია !

„ინფო ფოსტალიონი“ ულოცავს ანი მოსულიშვილს კოლეჯის “პრესტიჟი” წარმატებით დასრულებას და უსურვებს მომავალ საქმიანობაში წინსვლას და წარმატებებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,906,964 ნახვა