პოლიტიკა

ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა წერილი დატოვა

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა წერილი დატოვა, რომელშიც აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის მოკვლას აპირებს.

58 წლის რაიან უესლი რუთი ასევე, საკუთარ ავტომობილში ინახავდა იმ ღონისძიებების სიას, რომელზეც ტრამპი უნდა მისულიყო. ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ახალი მტკიცებულებები პროკურატურის ვერსიას ამყარებს, რომლის მიხედვითაც, რუთს ექსპრეზიდენტზე თავადასხმის გეგმა წინასწარ ჰქონდა შემუშავებული. დაბეჭდილი წერილი ერთ-ერთ პიროვნებასთან ინახებოდა , რომლის ვინაობაც არ სახელდება. გარდა ამისა, იქვე ნაპოვნია საბრძოლო მასალა, სხვადასხვა ინსტრუმენტი და ტელეფონები.

რუთის წერილის ადრესატია „ძვირფასი მსოფლიო“. ბრალდებული წინასწარ იხდის ბოდიშს, თუ ტრამპზე თავდასხმა უშედეგო აღმოჩნდება და 150 ათას დოლარს სთავაზობს მას, ვინც მის დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. 


ბრალდებულის მობილურის ჩანაწერებში ჩანს, რომ ის უესტ-პალმ-ბიჩზე, გოლფ-კლუბთან და ტრამპის რეზიდენციასთან აგვისტოშიც იმყოფებოდა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,121 ნახვა