პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: ეჭვი არ გვეპარება, რომ გარე ჩარევები არ შემცირდება, მოიმატებს, მაგრამ ქართველი ხალხი და ქართული ხელისუფლება ამ მხრივ ძალიან მომზადებული იქნება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გიორგი ჩაკვეტაძეს მიაჩნია, რომ ამომრჩევლის ნებაზე საარჩევნო პროცესში გარე ჩარევები გავლენას ვერ მოახდენს.

„ის, რომ ეს ჩარევის მცდელობები რეალურად არსებობს, კარგა ხნის ამბავია, მაგრამ სულ უფრო და უფრო გვაკვირვებენ იმ მცდელობებით, რომლებიც ამ მხრივ აქვთ. ეჭვი არ გვეპარება, რომ გარე ჩარევები არ შემცირდება, მოიმატებს, მაგრამ ქართველი ხალხი და ქართული ხელისუფლება ამ მხრივ ძალიან მომზადებული იქნება და ვერანაირი საფუძვლიანი, შედეგზე ორიენტირებული ხელშეშლა ვერ იქნება მათი მხრიდან“, – აცხადებს ჩაკვეტაძე.

მმართველი პარტიის ინფორმაციით, ხელისუფლების წინააღმდეგ და ოპოზიციის სასარგებლოდ, 21 დღეში 90 განცხადება ფიქსირდება – „ქართული ოცნება“ საარჩევნო პროცესებში უცხოური ჩარევის შესახებ მონიტორინგის შედეგებს, სადამკვირვებლო მისიებსა და დიპლომატებს გაუგზავნის.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,911,625 ნახვა