GD Banner
პოლიტიკა

გივი მიქანაძე: „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ქსელის“ (ENEMO) მთავარი ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ელენე ნიჟარაძეა, რომლის ხელმძღვანელობის დროსაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიზანმიმართულად დამალა სწორი ინფორმაცია პარალელური დათვლის შედეგებზე

ვერ დავტოვებთ ყურადღების მიღმა ერთ საერთაშორისო სადამკვირველო ორგანიზაციას, რომელმაც კვლევისას ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. ეს საერთაშორისო ორგანიზაცია „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ქსელია“ (ENEMO), რომლის მთავარი ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ყველასთვის ცნობილი, „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი – ელენე ნიჟარაძეა,  –  განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, რომელმაც პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე იმ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ისაუბრა, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებთან არიან დაკავშირებული. 

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ელენე ნიჟარაძის ხელმძღვანელობის დროს, „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიზანმიმართულად დამალა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარალელური ხმის დათვლის შედეგების შესახებ ინფორმაცია და ოპოზიციას მისცა შესაძლებლობა, რომ არჩევნების გაყალბებაზე ესაუბრა. 

„ნიჟარაძე ის ადამიანია, რომლის ხელმძღვანელობის დროსაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიზანმიმართულად დამალა სწორი ინფორმაცია პარალელური დათვლის შედეგებზე და ოპოზიციას ხელოვნურად შეუქმნა საფუძველი 6 კვირის განმავლობაში ემტკიცებინა, რომ 2020 წლის არჩევნები ვითომ გაყალბდა. ENEMO-ს გუნდის წევრია ანა მიქელაძე, რომელიც ცესკოდან წავიდა საეჭვო ვითარებაში და თავი დაგვამახსოვრა მიხეილ სააკაშვილის ე.წ. „გადარჩენის“ კამპანიაში მონაწილეობით და სოფო ჯაფარიძესთან ხშირი კონტაქტით. ასევე ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ENEMO-ს ბოლო წლების ყველა აქტივობაში საარჩევნო მიმართულებით ჩართული ჰყავს ნინო რიჟამაძე, როგორც მთავარი ანალიტიკოსი და საერთაშორისო დამკვირვებელია. ნინო რიჟამაძე სამართლიან არჩევნებში მუშაობდა 2011-2022 წლებში, დღეს კი ნინო ლომჯარიას „საქართველოს ევროპული ორბიტის“ წევრია. ნინო რიჟამაძე, ელენე ნიჟარაძე და ანა მიქელაძე არ ერიდებიან „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო საჯარო პროპაგანდას, რაც მარტივად მათი სოცქსელებიდან ჩანს.

აქვე წარმოგიდგენთ სრულ სიას იდენტიფიცირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობების თაობაზე. შეგიძლიათ იხილოთ, მაგალითად,  ბესიკ დონაძე, მე-17 ნომერი, რომელსაც „ევროპული საქართველოსთვის“ 2017-2024 წლებში, თითქმის 168 000 ლარი აქვს შეწირული. “ – განაცხადა გივი მიქანაძემ. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,185 ნახვა